ჩვენი სერვისები  |  მედიქალ ვორლდ  |  ლაბორატორია სპა და ველნესი

 

 

კომპანია “მედიქალ ვორლდი” 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ეწევა

სამედიცინო აპარატურის, პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

თანამედროვე და ხარისხიანი სამდიცინო აპარატურის იმპორტი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით, რაც იძლევა ხარისხიანი მომსახურების გაწევის საშუალებას. “მედიქალ ვორლდის” ძირითადი მიმართულება ენდოსკოპიური აპარატურა და სისტემებია, რითაც ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს კომპანიებს. გაყიდულ საქონელზე მომხმარებლებს სთავაზობს გარანტიასა და უფასო მიწოდების სერვისს თბილისის მასშტაბით, ასევე ტრენინგებს გაყიდული აპარატის საჭიროებიდან გამომდინარე. კომპანია ესწრება თითქმის ყველა გამოფენას საზღვარგარეთ და ცდილობს განვითარდეს უწყვეტ რეჟიმში, ამასთან ერთად, აქტიურად იღებს მონაწილებას ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ღონისძიებებშიც.